“ენგურჰესმა” 2023 წელი 6.5 მილიონი ლარის ოდენობის ზარალით დაასრულა, რაც ბოლო 3 წელიწადში ზარალის პირველი შემთხვევაა.
2022 წელს ქვეყნის ყველაზე დიდი ჰესის წმინდა მოგება 60 მლნ ლარი იყო, 2021 წელს კი 40 მლნ ლარი. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს ენგურჰესის ზარალი განპირობებულია შემოსავლების შემცირებასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში, კურსთა შორის სხვაობით მიღებული ზარალით (7.2 მლნ ლარი) და საპროცენტო ხარჯების ზრდით. 2023 წელს წელს „ენგურჰესის“ შემოსავალმა 93 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 41%-იან კლებას აჩვენებს.
აღსანიშნავია, რომ „ენგურჰესმა“ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უსასყიდლოდ მიწოდებით 2023 წელს 40.5 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა, 2023 წელს აფხაზეთის ტერიტორიაზე ჯამში მიწოდებულ იქნა 2.181 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია, რომ არა ეს უკანასკნელი, კომპანიის მოგება 2023 წლის ბოლოს 33.8 მილიონი ლარი იქნებოდა.
2023 წელს „ენგურჰესმა“ 3.5 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა.
წელს, იანვარ-მარტში საქართველომ 15.5 მლნ აშშ დოლარის 63,326 ტონა ხორბალი და მესლინი შეიძინა, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდზე თანხაში 2.6%-ით მეტია, რაოდენობაში…
კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, მარტში დეპოზიტების მოცულობა 0.81%-ით, ანუ 468 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 58.47 მილიარდ ლარს მიაღწია. 2024…
იანვარ-მარტში საქართველოში ავტომობილების იმპორტი მცირედით გაიზარდა, თუმცა მსუბუქი ავტომობილები ქვეყნის სავაჭრო ბრუნვაში უმსხვილესი საქონლის რეიტინგებში, როგორც იმპორტის ასევე ექსპორტის მხრივ პირველ…